Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

  ტრენინგის მეცხრე მეცადინეობა დაიწყო ნასწავლი მასალის შეჯამებით.  ბლოგში მუშაობის შემდეგ,გადავედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ საკითხზე,ეს იყო პროექტის შეჯამება,თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი და გავაკეთეთ მიმოხილვა,დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი,აღვწერეთ ეტაპები,პროცედურები,თუ რა უნარების განვითარებას შეუწყობს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში და.ა.შ.ტრენინგის დასკვნითი ნაწილი იმდენად საინტერესო,იმდენად შთამბეჭდავი და ემოციური იყო ჩემთვის,რომ,მე ძალიან მოხარული ვარ,რომ ვიყავი მონაწილე აღნიშნული ტრენინგისა.ჩვენ ერთმანეთის პრეზენტაციების გაცნობისას გვებადებოდა კითხვები,ვიგებდით ბევრ ახალ ინფორმაციას.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ჩვენი ტრენინგის მონაწილე ქართული ენის  პედაგოგების პროექტებმაგანსაკუთრებით ვაჟა -ფშაველაზე გაკეთრბულმა პროექტებმ ,მათი პრეზენტაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის,რომ არასოდეს დამავიწყდება ეს დღე,ასევე ,მინდა აღვნიშნო ჩვენი ენერგიული,დაუღალავი და გულისხმიერი ტრენერის შრომა,რომელიც ნამდვილად შეუფასებელია.
          ბოლოს,მინდა ჩემი რეფლექსია დავასრულო იმით,რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ,,ინტელის სასწავლო კურსის ''ტრენინგით,ბევრი რამ დამიტოვა ამ ტრენინგმა,რასაც აუცილებლად ავსახავ ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში და,გარდა ამისა,შევიძინე მეგობრები,რომლებთანაც აუცილებლად გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას და ბევრ დახმარებასაც მივიღებ მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

5 comments:

  1. მომეწონა პროექტი ,,რადიაცია შინ'',რითაც გაავიგე,რომ რადიაცია არის არა მარტო გარეთ,არამედ შინაც.სამშენებლო მასალებში, საკვებ პროდუქტში და საყოფაცხოვრებო ტექნიკაშიც.პროექტი ძალიან საინტერესო იყო.
    გისურვებ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete
  2. მომეწონა პროექტი, თემა ძალიან აქტუალურია, წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა.ღმერთმა დაგიცვაშ რადიაციისაგან!

      Delete
  3. ეთო დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის.იმედია აქ ნასწავლ მასალას დავნერგავთ ჩვენს სკოლაში.

    ReplyDelete
  4. ძალიან საინტერესო პროექტს ახორციელებთ,წარმატებებს გისურვებთ

    ReplyDelete