Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

  ტრენინგის მეცხრე მეცადინეობა დაიწყო ნასწავლი მასალის შეჯამებით.  ბლოგში მუშაობის შემდეგ,გადავედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ საკითხზე,ეს იყო პროექტის შეჯამება,თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი და გავაკეთეთ მიმოხილვა,დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი,აღვწერეთ ეტაპები,პროცედურები,თუ რა უნარების განვითარებას შეუწყობს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში და.ა.შ.ტრენინგის დასკვნითი ნაწილი იმდენად საინტერესო,იმდენად შთამბეჭდავი და ემოციური იყო ჩემთვის,რომ,მე ძალიან მოხარული ვარ,რომ ვიყავი მონაწილე აღნიშნული ტრენინგისა.ჩვენ ერთმანეთის პრეზენტაციების გაცნობისას გვებადებოდა კითხვები,ვიგებდით ბევრ ახალ ინფორმაციას.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ჩვენი ტრენინგის მონაწილე ქართული ენის  პედაგოგების პროექტებმაგანსაკუთრებით ვაჟა -ფშაველაზე გაკეთრბულმა პროექტებმ ,მათი პრეზენტაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის,რომ არასოდეს დამავიწყდება ეს დღე,ასევე ,მინდა აღვნიშნო ჩვენი ენერგიული,დაუღალავი და გულისხმიერი ტრენერის შრომა,რომელიც ნამდვილად შეუფასებელია.
          ბოლოს,მინდა ჩემი რეფლექსია დავასრულო იმით,რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ,,ინტელის სასწავლო კურსის ''ტრენინგით,ბევრი რამ დამიტოვა ამ ტრენინგმა,რასაც აუცილებლად ავსახავ ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში და,გარდა ამისა,შევიძინე მეგობრები,რომლებთანაც აუცილებლად გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას და ბევრ დახმარებასაც მივიღებ მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

Monday, April 3, 2017

მერვე დღე


ტრერინგის მერვე დღე
          გავიმეორეთ გავლილი მასალა.ვიმუშავეთ ფასილიტასციის  რესურსების შექმნაზე,გადავხედეთ პორთფოლიოს საქაღალდეს.და ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირტვა ბლოგზე.
ტრენინგის მერვე დღე იყო მეტად საინტერესო.შემდეგ ავტვირთეთ ბლოგში,საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და საქაღალდე გადავიტანეთ ბლოგში.
    ტრენინგი იყო ძალზე ნაყოფიერი. დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.


Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

1)გამეორება;
2)ყველა მოსწავლის საჭიროერბის გათვალისწინება:
3)პროექტის გეგმაზე მუშაობა.
     ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.გავიმეორეთ წინა მასალა. შემდეგ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროება. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,რომელიც დავასრულეთ, დავზეპეთ და შევინახეთ. 
დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.მადლობა ქალბატონ ქეთის !

Sunday, March 26, 2017

მექვსე დღე


1..გამეორება
2.მოსწავლის პრეზენტაცია
3.პროექტის გეგმის გადახედვა
4.შეფასების რუბრიკები


გავიმეორე წინა დღეს ნასწავლი მასალა ,ვისწავლეროგორ უნდა გავაკეთო მოსწავლის  პრეზენტაცია ,ნიმუშების დათვალიერებით უკეტესად შევძლებ პრეზენტაციის გაკეთებას,გადავხედე პროექტების გეგმას ,შეფასების რუბრიკებს და ვისწავლე მასზე მუსაობა.სწავლე მასზე მუსაობა.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე დღე დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით. ვისწავლე საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის,  შაბლონების მითითების მნიშვნელობა.ჩვენს სამუშაო მასალაში როგორ გამოიყენება იგი,შევისწავლეთ თუ როგორ ხდება ბლოგზე კომენტარების გაკეთება,წაშლა და დამატება.გავიხსენეთ ბლოგზე ტექსტისა და სურათების ჩასმა.სურათების ზომოა ხომისა და ადგილის შეცვლა. მადლობა ქალბატონ ქეთის !

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

როგორც ყოველთვის ტრენინგის მეოთხე დღეც წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით დაიწყო. სასწავლო გეგმიდან  განვიხილეთ  შეფასების მეთოდები.ვისწავლე :დროში გაწერილი შეფასების გეგმა,როგორ შევაფასო პორტფოლიო,სლაიდების დადება,ფონის დადება, შენახვა და სხვა.  

მესამე დღის რეფლექსია



ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით.ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტებს შევუსაბამეთ შესაბამისი სტანდარტი. უფრო სრულყოფილად ვისწავლეთ მიზნის დადგენა .რესურსებს დავამატეთ საჭირო ლიტერატურა. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.გავაკეთე დღის შემაჯამებელი რეფლექსია.მადლობა ქალბატონ ქეთის და ჯგუფს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

ინტელის სწავლების მეორე დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.ვისწავლეთ ბიულეტის დამზადება.გავხსენით ახალი ფურცელი.მოვახდინეთ დაყოფა.ჩავწერეთ ტექსტი და გადავიტანეთ ფოტო მასალა.გავეცანით WORD-ის ფაილის ინსტრუმენტებს,რომელიც გამოვიყენეთ პუბლიკაციების დროს.ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია ანუ შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანითსახელმძღვანელოს შინაარსს,რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები.გავიხსენით ბლიგის შექმნა.ტრენერი ქეთი ცერაძე სასიამოვნო ხმის და გარეგნობის ქალბატონია ,რომელიც ასე ვთქვათ "ყოფნის ყველას":არავის შეფერხება არ რჩება მის მის ყურადღებიან მზერას.იგი მოთმინებით და გულისხმიერად ხსნის მასალის ყველა დეტალს,სასწავლო დღის პირველი დღე ძალიან პროდუქტიული იყო/ წარმატებას ვუსურვებ კურსის ყველა მონაწილეს.